16 წლის, მოხალისე
ჩემი მოხალისეობრივი საქმიანობა განვახორციელე როგორც დისტანციურად საქართველოს სხვადასხვა კუთხეში, ასევე რეალურად სამცხე-ჯავახეთის მხარის, ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ ხავეთში.
მოხალისეობა დავიწყე პანდემიის დროს, როცა თითოეული ჩვენგანი იზოლირებულები აღმოვჩნდით სახლებში, სწორედ მაშინ ჩავერთე ონლაინ-ღონისძიებებში და თავადაც დავგეგმე აქტივობები: შშმ პირებისთვის და სოციალურად დაუცველი მოსახლეობისთვის.
მოხალისეობა ჩემთვის სიკეთის გამოხატვის ყველაზე ეფექტური გზაა და მიხარია, რომ მაქვს ამის შესაძლებლობა მაქვს. ამჟამად ვმოხალისეობ სხვადასხვა მიმართულებით, ჩართული ვიყავი ან თავად ვუწევდი ორგანიზებას შემდეგ ღონისძიებებს/პროექტებს:
მომავალში მინდა, რომ უფრო მასშტაბური ღონისძიებები განვახორციელო: გავხსნა თემატური კლუბი ბავშვებისთვის, დავგეგმო ციფრული კურსი ახალგაზრდებისთვის, მოვაწყო მოხალისეობრივი საღამოები ახალქალაქში, ასევე დავგეგმო საქველმოქმედო აქტივობები.