მოხალისეები

  • lidiapbesiashvili.jpg

    ლიდია ბესიაშვილი

    მოხალისე, თანასწორ-განმანათლებელი გორის მუნიციპალიტეტიდან, 2022 წლის საუკეთესო მოხალისე:

    ლიდია არაერთი ღონისძიების ინიციატორი და ორგანზატორია, აქტიურად უძღვება ჰიგიენის კლუბს, ატარებს აქტივობებს, საკლუბო შეხვედრებს, გასაუბრებებს მოხალისეობის მსურველებთან, სასკოლო საინფორმაციო კამპანიებს, კონკურსებს სხვადასხვა მიმართულებით, აქვს მუდმივი კომუნიკაცია სხვადასხვა სკოლის მოზარდებთან, კლუბის კრეატიულ წევრებთან ერთად შექმნა თამაშების კრებული, რომელიც 13 თამაშისაგან შედგება და შექმნის დღიდან, თითოეული ონლაინ თუ ოფლაინ შეხვედრა სრულდება ამ სახალისო, შემეცნებითი, საინტერესო თამაშით.

    ,,მოხალისეობა პირველ რიგში იმის შესაძლებლობაა, რომ ადამიანებს უანგაროდ დავეხმარო, მივიღო გამოცდილება და მათთვის სასარგებლო ვიყო.

    არაფერია იმაზე დიდი სიამოვნება, როცა ადამიანებს ეხმარები და მათ ანთებულ თვალებს ხედავ.

    ამ ჯილდოს მიღება ნიშნავს, რომ არასდროს უნდა დავნებდე და უფრო და უფრო მეტი უნდა ვიმუშაო" - ამბობს ლიდია.