2022 წლის საუკეთესო მოხალისე, ჰელფინგ ჰენდის თანასწორ-განმანათლებელი, ჟიურის რჩეული:
,,ლიზა მოხალისე და თანასწორ-განმანათლებელია ონის მუნიციპალიტეტიდან. ის აქტიურად მუშაობდა ჰელფინგ ჰენდის მოხალისეთა კლუბის წევრებთან ერთად, ატარებდა საინფორმაციო შეხვედრებს, საგანმანათლებლო ღონისძიებებს, თანამშრომლობდა ადგილობრივ ხელისუფლებასთან, ონის მუნიციპალიტეტის ქალთა ოთახთან.
ონის მუნიციპალიტეტის მოხალისეთა კლუბის წევრებთან ერთად ღარის, უწერისა და გოლის საჯარო სკოლებში დაგეგმა შეხვედრები, სადაც მოზარდებს მოხალისეობის, თანასწორ-განმანათლებლობისა და ჰიგიენის შესახებ გაუზიარეს საკუთარი ცოდნა და გამოცდილება
ლიზა რეგულარულად ხვდებოდა ჰაბის მოხალისეებს. ასევე თავისი სურვილით ონის ახალგაზრდულ სივრცეში ხვდებოდა ახალგაზრდებს და აწყობდა ვორქშოფებს სხვადასხვა თემაზე. ის არის ადგილობრივი ახალგაზრდული ორგანიზაციის-რაჭის ახალგაზრდული ასამბლეის ახალი წევრი და ორგანიზაციის მოხალისეობრივ საქმიანობაშიც აქტიურად ერთვება. მაგ: მიმდინარე წელს ჩაერთო უკრაინისადმი სოლიდარობის გამომხატველი აქციის ორგანიზებაში.