მოხალისეები

  • mariam-gobadze.jpg

    მარიამ გობაძე

    15 წლის, მოხალისე

    მოხალისეობა ეს ის საქმიანობაა, რომლის კეთებაც ძალიან მიყვარს და მსიამოვნებს. ოფიციალურად მოხალისე 1 წლის წინ, როცა ,,ჰელფინგ ჰენდის’’ პროექტში ჩავერთე.

    ვმოხალისეობ თითქმის ყველა მიმართულებით, მაგრამ ყველაზე მეტად სოციალური საკითხებით ვარ დაინტერესებული, ასევე განათლებისა და გარემოსდაცვითი სფეროში. შესაბამისად, ჩემი ღონისძიებების ამ საკითხებს უკავშირდება. ასე, მაგალითად: ჩავატარე ვირტუალური საგანმანათლებლო ტურები, 5 დღიანი ტრენინგები პროფორიენტაციის, ასევე, გაცვლითი პროგრამების საკითხებზე, შევქმენი არაფორმალური კლუბები ჩემს მეგობრებთან ერთად და განვახორციელე 7 პროექტი სოფლად მცხოვრები მოხუცების დასახმარებლად, შევაგროვეთ მათთვის საკვები პროდუქტები, მედიკამენტები, სამოსი... ხშირად მივდივართ მათთან სხვადასხვა მუსიკალური ინსტრუმენტით და მცირე კონცერტებს ვუწყობთ გასახალისებლად. ასევე ვაწყობთ დასუფთავების აქციებს და თავადაც ვერთვები სხვების მიერ ორგანიზებულ ღონისძიებებში.

    მოხალისეობა საუკეთესო რამაა ჩემს ცხოვრებაში, ეს ის საქმიანობაა, რომელსაც თუ  მიეჩვევი, გადაჩვევა გაგიჭირდება. შესაბამისად, მეც აუცილებლად გავაგრძელებ ამ მიმართულებით ახალი პროექტების დაგეგმვას და ახალი იდეების განხორციელებას.