2022 წლის საუკეთესო მოხალისე, ნომინაცია: მერიის რჩეული, თანასწორ-განმანათლებელი ონის მუნიციპალიტეტიდან:
ნანა აქტიური მოხალისეა ონის მუნიციპალიტეტიდან, ის სოფელ ღარში, სასაზღვრო ხაზთან მდებარე სოფელში არაერთ საინტერესო ღონისძიებას აორგანიზებს ადგილობროვი მოზარდებისთვის.
ნანა პროფესიით სერტიფიცირებული ახალგაზრდული მუშაკია, მოხალისეობრივად მუშაობს რაჭის ახალგაზრდულ ასამბლეაში. ასამბლეა არის ახალგაზრდული მოხალისეობრივი ორგანიზაცია, რომელიც 70 წევრს აერთიანებს ონიდან და ამბროლაურიდან.
მონაწილეობა აქვს მიღებული დასუფთავების აქციებში, საგანმანათლებლო თუ საქველმოქმედო ღონისძიებებში, არის არაერთი საინტერესო შეხვედრის ორგანიზატორი და გეგმავს, რომ მოხალისეობა მომავალშიც აქტიურად გააგრძელოს.