მოხალისეები

  • otar-donadze.jpg

    ოთარ დონაძე

    2022 წლის საუკეთესო მოხალისე და თანასწორ-განმანათლებელი ამბროლაურიდან, ნომინაცია: ამბროლაურის მერიის რჩეული:

    ოთარი აქტიური ახალგაზრდაა, ბოლო 1 წლის განმავლობაში ის მრავალფეროვან მოხალისეობრივ საქმიანობას ეწევა, არის ამბროლაურის მერის ახალგაზრდული მრჩეველთა საბჭოსა და ახალგაზრდული ასამბლეის წევრი, ჩართულია არაერთ პროექტში, მათ შორის: ახალგაზრდების საჭიროებების კვლევაში, ონლაინ-საინფორმაციო შეხვედრებში და ა.შ.

    ოთარმა არაერთხელ გაუწია ორგანიზება დასუფთავების აქციებს, რომლებშიც ჩაერთნენ ამბროლაურის მუნიციპალიტეტის სხვადასხვა სკოლის მოსწავლეები, იკვლევს, შეიმუშავებს და ამბროლაურის მერს წარუდგენს წინადადებებს ახალგაზრდული საჭიროებებისა და არსებული პრობლემების თაობაზე, არის რამდენიმე საგრანტო პროექტის გამარჯვებულიც.