17 წლის, მოხალისე
მე ხულოს მუნიციპალიტეტის სოფელ ბოძაურში ვცხოვრობ. აქვე ვსწავლობ და ვმოხალისეობ საგანმანათლებლო მიმართულებით. მომწონს, როცა სასარგებლო საქმეს ვაკეთებ, როცა სხვა ადამიანებს ვახარებ, სითბოს და სიკეთეს გავცემ. მიმდინარე წლის მანძილზე სხვადასხვა მოხალისეობრივ აქტივობაში ვიყავი ჩართული, მაგალითად: რადიო ,,ჩემი ხმის’’ გადაცემებისთვის ვამზადებ პოსტერებს, ორგანიზებას ვუწევ პროექტს: ,,ლიტერატურული ბანაკი 2021’’, რომლის ფარგლებშიც ახალგაზრდების ჩართულობით ვაწყობთ პოეზიის საღამოებს, საინტერესო შეხვედრებს, კონკურსებს და ა. შ.
ასევე მოვაწყვე გარემოსდაცვითი აქტივობები პროექტის: ,,ერთი დღე ჩვენს გარემოს’’ ფარგლებში, საგანმანათლებლო აქტივობები პროექტის: ,,გაგვაცანი შენი კუთხეს’’ ფარგლებში, ასევე ვუძღვები პროექტს: ,,ღონისძიებები მიუსაფარი ბავშვებისთვის’’, რომლის ფარგლებშიც სოციალურად დაუცველ და მიუსაფარ ბავშვებს ვუტარებთ პრეზენტაციებს სხვადასხვა საკითხებზე, ვაწყობთ ანიმაციურ ჩვენებებს, სახალისო თამაშებს და ა.შ.
ძალიან მინდა, მომავალში მოხალისეობრივი საქმიანობები უფრო მასშტაბურად განვახორციელო, არა მხოლოდ ჩემს სოფელსა თუ რეგიონში, არამედ მთელი ქვეყნის მასშტაბითაც.