მოხალისეები

  • shotiko-wiqarishvili.jpg

    შოთი წიქარიშვილი

    ჟიურის რჩეული, 2022 წლის საუკეთესო მოხალისე, ხარაგაულის მუნიციპალიტეტის სოფელ ვაშლევის საჯარო სკოლის VII კლასის მოსწავლე:

    ,,შოთიმ არაერთი ღონისძიება დაგეგმა თავის სკოლასა და თემში. მისი ინიციატივით ჩატარდა: ტრენინგები ჰიგიენის თემაზე, განხორციელდა დასუფთავების აქციები, მოეწყო ღონისძიებები წყლის სისუფთავის ადვოკატირების მიზნით; საინფორმაციო კამპანიები ვაქცინაციის თემაზე და ა.შ.

    მნიშვნელოვანია ისიც, რომ შოთის მიერ ორგანიზებულ აქტივობებში სხვადასხვა სკოლის მოსწავლეები ერთვებოდნენ, მან მოიპოვა და განახორციელა ორი მცირე გრანტი ჰიგიენისა და ადვოკატირების საკითხებზე და ხელი შეუწყო თემში ცნობიერების ამაღლებას.

     

    შოთის ისიც გამოარჩევს, რომ ინდივიდუალურად, საკუთარი ძალებით შეუძლია საინტერესო საგანმანათლებლო ღონისძიების ორგანიზება, ის თავისი მოხალისეობრივი ინიციატივით ზრუნავს სკოლის კეთილდღეობისთვის და საუკეთესოდ წარმოაჩენს თავის სოფელსა და რეგიონს. შოთი აქტიურადაა ჩართული გაეროს ბავშვთა ფონდისა და ჰელფინგ ჰენდის პროექტებში როგორც მოხალისე და თანასწორ-განმანათლებელი.