მოხალისეები

  • tatevik-xocanian.jpg

    ტათევიკ ხოცანიან

    17 წლის, მოხალისის ჯილდოს გამარჯვებული - განათლება

    მე ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელი ორჯაში ვცხოვრობ და მოხალისეობრივ აქტივობებსაც აქ ვახორციელებ. მოხალისეობა იმიტომ გადავწყვიტე, რომ სხვებს დავხმარებოდი და თავადაც შემეძინა ცოდნა და გამოცდილება. ძირითადად, აქტივობებს ვგეგმავ შემდეგი მიმართულებით: განათლება, კულტურა, გარემოს დაცვა, ეთნიკური უმცირესობების ახალგაზრდების გაძლიერება.

    განვახორციელე სხვადასხვა სახის მოხალისეობრივი საქმიანობა - ჩავატარე ტრენინგები, კონკურსები, მოვაწყვე დებატები, დავაფუძნე ენის სასაუბრო კლუბი, მოვამზადე საგანმანათლებლო პოსტერები, დავასუფთავე სოფლის მიმდებარე ტერიტორია და ა. შ. ვარ წამყვანი მოხალისეთა რადიოში „ჩემი ხმა“, სადაც მაქვს საავტორო გადაცემა. მქონდა როგორც საავტორო პროექტები, ასევე ჩართული ვიყავი სხვათა მიერ ორგანიზებულ ღონისძიებებში.

    ამრიგად, მოხალისეობის მეშვეობით ბევრი რამ ვისწავლე, ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანია ქართული ენის ბარიერის გადალახვა, ტრენინგებიდან მივიღე ახალი ცოდნა და გამოცდილება. განვავითარე ლიდერული უნარ-ჩვევები და გავხდი უფრო კომუნიკაბელური.