მოხალისეები

  • teimuraz-xojashvili.jpg

    თეიმურაზ ხოჯაშვილი

    16 წლის, წლის საუკეთესო მოხალისის გამარჯვებული, მოხალისეობის განვითარება

    ჩემი მოხალისეობრივი საქმიანობა ძირითადად საგანმანათლებლო სფეროს უკავშირდება. ვფიქრობ, რომ აი, ეს აკლია დღევანდელ ახალგაზრდობას. მე ვაანალიზებ იმას, რომ თუ შენ გაქვს განათლება - შენ გაქვს კულტურა, თუ შენ გაქვს განათლება - შენ ხარ აქტიური მოქალაქე.

    შემოვიკრიბე მოხალისეები, რომლებიც სხვადასხვა აქტივობებს ახორციელებენ სხვადასხვა ქალაქსა, თუ სოფელში. მაქვს ჩემი რადიო გადაცემა, რომელიც ათობით ახალგაზრდას აერთიანებს: ზოგი მომავალი ჟურნალისტია, ზოგიც პიარ მენეჯერი და ა. შ. აღნიშნულ აქტივობებში  50-ზე მეტი მოხალისეა ჩართული, ხოლო ჩვენს პროექტებში 100-ზე მეტი 13-დან 28-წლამდე ახალგაზრდა მონაწილეობს.

    მოხალისეობამ და ,,ჰელფინგ ჰენდთან’’ თანამშრომლობამ მომცა ყველაზე ძვირფასი რამ: ამ ყველაფერმა მასწავლა, რას ნიშნავს აკეთო საქმე უანგაროდ, რას ნიშნავს დაეხმარო  ახალგაზრდას, ასაკოვანს, განახორციელო სოციალური თუ საგანმანათლებლო პროექტები.  მასწავლა: რას ნიშნავს „ძალა ერთობაშია“, პასუხისმგებლობის აღება, იმედების გამართლება და ბრძოლა, ბრძოლა მიზნებისკენ!

    არ ვიცი მომავალში რა იქნება: ზოგადად არ მიყვარს ჩემს სამომავლო გეგმებზე წინასწარ საუბარი,  რადგან დღეს განსაკუთრებულად რთულ დროში გვიწევს ცხოვრება და არავინ იცის რა შეიძლება მოხდეს ხვალ, მაგრამ ერთში დარწმუნებული ვარ: მე ვიბრძოლებ ახალგაზრდებისთვის და მე ვიქნები მოხალისე!