14 წლის, მოხალისე
მოხალისეობრივ საქმიანობას ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ კოჩიოსა და სოფელ აგანაში ვახორციელებ. მოხალისეობა არის შესაძლებლობა, რომ ყველანაირი ანაზღაურების გარეშე, სხვების დასახმარებლად გამოიყენო შენი დრო და უნარ-ჩვევები. ამავდროულად, მიიღო გამოცდილება და ცოდნა. ,,ჰელფინგ ჰენდთან’’ უკვე 9 თვეა, რაც მოხალისეობრივად ვთანამშომლობ. პირველად ჩემს სოფელში, ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ კოჩიოში მეგობრებთან ერთად გავუწიე პროექტს ორგანიზება. სწორედ მაშინ მივხვდი, რომ მოხალისეობა საუკეთესო რამაა, რაც აქამდე გამომიცდია. მართალია ამ ყველაფერს ბევრი შრომა სჭირდება თუმცა, შესაძლებლობა მეძლევა, რომ სხვა ბედნიერი გავხადო!
ვატარებ პოეზიის საღამოებს, ტრენინგებს სხვადასხვა თემებზე, ვეხმარები ხანდაზმულებს და ვთანამშრომლობ მოხუცთა თავშესაფართან, ჩემს სოფელში მოვაწყვე საგანმანათლებლო კონკურსი, რომელშიც I-VI კლასის 40-მდე მოსწავლე ჩაერთო, მათგან ორი - გამარჯვებული გახდა, რომლებიც სიმბოლური საჩუქრებით დაჯილდოვდნენ, შემდეგ კი დისკუსიაში მიიღეს მონაწილეობა. ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ აგანაში მოხუცთა თავშესაფარში ჩავატარე ,,იუმორის დღე’’. ასევე შევაგროვე მათთვის საკვები და საჭირო პროდუქტები, ეს დღე ჩემთვის განსაკუთრებული იყო.
მოვაწყვე ლაშქრობა ახალგაზრდებისთვის ჩემსავე სოფელში, განვახორციელე პროექტი: ,,ერთი დღე ჩვენს გარემოს’’, მეგობრულ გარემოში დავასუფთავეთ სათამაშო მოედანი და ტერიტორია მდინარის გარშემო. ეს აქცია მომავალშიც არაერთხელ ჩატარდება.
ასევე ორგანიზება გავუწიე პროექტებს:
,,წაუკითხე საინტერესო წიგნები ბავშვებს’’, რომლის ფარგლებში ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ აგანაში წავიკითხე სათავგადასავლო და საბავშვო წიგნები ბავშვებისთვის; ,,თქვენს მეზობლად მოხუცი ცხოვრობს’’ - რომლის ფარგლებშიც მეზობელ მოხუცებს დავუსუფთავეთ ეზოები;
მოვაწყვე: პოეზიის საღამო, ხელების დაბანის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებული აქტივობა ონლაინ და ოფლაინ სივრცეში, მოხალისეობრივად ვატარებ ტრენინგებს, ღონისძიებებს, ვერთვები სხვადასხვა თემაზე მოწყობილ საინფორმაციო და საგანმანათლებლო შეხვედრებში.
სამწუხაროა, რომ ჩემს რეგიონში არცერთი ორგანიზაცია არ მუშაობს სკოლის მოსწავლეებისთვის, ამიტომაც მინდა, ჩემს ქალაქში ევროკლუბი გავხსნა.
რაც შეეხება ჩემს სამომავლო მოხალისეობრივ გეგმებს, მინდა, რომ ორგანიზება გავუწიო: ინგლისური ენისა და ისტორიის 2 თვიან უფასო კურსებს, საქველმოქმედო ღონისძიებებს, მხიარულ ონლაინ-ვიქტორინებს, სახალისო აქტივობებს სამხედრო პირებისთვის, საგანმანათლებლო ღონისძიებებს და ა. შ.