პროექტის დეტალი

სპორტის საერთაშორისო და ჯანმრთელობის საერთაშორისო დღეების აღნიშვნა.

გამოყვეყნების თარიღი: Apr 06, 2024

პროექტის აღწერა

6 აპრილი სპორტის საერთაშორისო დღე, ხოლო 7 აპრილი მსოფლიო ჯანმრთელობის დღეა.
სწორედ ამ ორი მნიშვნელოვანი თარიღის აღნიშვნას ემსახურებოდა მარათონი, რომელიც სსიპ ოტია იოსელიანის სახელობის ქალაქ წყალტუბოს N1 საჯარო სკოლის დირექციის ინიციატივით, სკოლის მოსწავლეთა თვითმმართველობის ორგანიზებით, Helping Hand- ის კლუბისა და სკოლის VII-XII კლასის მოსწავლეთა ჩართულობით განხორციელდა.
ჩვენი მწვანე ქალაქის პარკის ირგვლივ მოსწავლეები ველოსიპედითა და სიარულით ხალისით ჩაერთვნენ ამ აქციაში, რომელიც სკოლის ეზოში ფლეშმობით დაიწყო. მარათონში აქტიურად ჩაერთო სკოლის დირექტორი და რამდენიმე მასწავლებელი, რომლებიც ხალისიანი შეძახილებით ამხნევებდნენ ფეხით მოსიარულეთ.
შთამბეჭდავი დღე წყალტუბოს მუნიციპალიტეტის მერიისა და სპორტის სასახლის წინ გადაღებული სამახსოვრო ფოტოებით მუდამ დარჩება მოსწავლეთა და პედაგოგთა ცნობიერებასა და სკოლის მატიანეში.




პროექტის ავტორი
, იმერეთი

მე ვარ ლუკა ტყაბლაძე, 15 წლის წყალტუბოდან. ვარ "ჰელფინგ ჰენდის" მოხალისე. "ჰელფინგ ჰენდი" მაძლევს საშუალებას განვახორციელო ისეთი საქმიანობა რაც სასარგებლოდ მოხმარდება ჩვენს სკოლას,თემს და მოსახლეობას. და მაქვს საშუალება რომ ჩემი ცოდნა გავუზიარო სკოლი... განაგრძეთ კითხვა