წლის საუკეთესო მოხალისის ეროვნული ჯილდო
წლის საუკეთესო მოხალისის ეროვნული ჯილდო - ეს არის ყოველწლიური ინიციატივა, რომელიც მიზნად ისახავს ახალგაზრდული მოხალისეობის მხარდაჭერასა და წახალისებას საქართველოში.
ისტორია
ჯილდოს დაწესების იდეა ეკუთვნის ორგანიზაცია „ჰელფინგ ჰენდს“, რომელიც უკვე 15 წელზე მეტია აქტიურად მუშაობს მოხალისეობის განვითარების მიმართულებით.
დაფუძნების დღიდან ორგანიზაციამ განახორციელა ათობით პროექტი და შეიმუშავა მოხალისეობრივი პროგრამები ახალგაზრდებისა და სხვადასხვა საჭიროების მქონე ადამიანებისთვის.
პირველად კონკურსი ჩატარდა 2020 წელს, გაეროს ბავშვთა ფონდთან (UNICEF) და ახალგაზრდობის სააგენტოსთან თანამშრომლობით, პროექტის – „ახალგაზრდული მოხალისეობა COVID-19 პანდემიის საპასუხოდ“–ფარგლებში.
2021 წლიდან კონკურსი ტარდება საქართველოს მასშტაბით და მონაწილეობის შესაძლებლობა აქვთ როგორც მოზარდებს (13–18 წლის), ისე ახალგაზრდებს (19–29 წლის).
მიზანი
„წლის საუკეთესო მოხალისის ეროვნული ჯილდოს“ მიზანია:
როგორ მიიღოთ მონაწილეობა
კონკურსში მონაწილეობის მისაღებად, ახალგაზრდები და მოზარდები რეგისტრირდებიან ახალგაზრდული მოხალისეობის პლატფორმაზე – www.youthvolunteering.ge.
პლატფორმაზე მონაწილეებს შეუძლიათ:
აღნიშნული მოდელი ხელს უწყობს მოხალისეების საქმიანობის აღრიცხვასა და მათი სარგებლიანობის შეფასების მექანიზმების ჩამოყალიბებას საქართველოში.
ნომინაციები
მეორე ეტაპზე ჟიური ავლენს საუკეთესო მოხალისეებს სხვადასხვა თემატურ მიმართულებაში, მათ შორის:
შერჩევის კრიტერიუმები
შეფასება მიმდინარეობს „მოხალისეობის შესახებ საქართველოს კანონის“ შესაბამისად.
ჟიური აფასებს კანდიდატებს შემდეგი კრიტერიუმებით:
ჟიურის შემადგენლობაში არიან სფეროს ექსპერტები, ფსიქოლოგები, ახალგაზრდული მუშაკები, მოხალისეობის თემის სპეციალისტები და წინა წლების გამარჯვებული მოხალისეები.
ნომინაციის ვადები
კანდიდატების ნომინირება ტარდება ნოემბერში, სპეციალური განაცხადის ფორმის საშუალებით.
ვის შეუძლია წარდგენა?
დაჯილდოების ცერემონია
ყოველწლიურად, 5 დეკემბერს, მსოფლიო მოხალისეობის საერთაშორისო დღეს, სპეციალური ჟიური ავლენს და აჯილდოებს წლის საუკეთესო მოხალისეებს ორ ასაკობრივ კატეგორიაში — მოზარდებს (13–18) და ახალგაზრდებს (19–29) შორის.