
მე ვცხოვრობ და ვსწავლობ ხულოს მუნიციპალიტეტში, პანდემიის დაწყების შემდეგ, ჩვენი სკოლა, ისევე როგორც სხვა სკოლები, გადავიდა დისტანციური სწავლების რეჟიმზე, რა დროსაც საჭირო გახდა სხვადასხვა პლატფორმის გამოყენება გაკვეთილებისა და მეცადინეობების ჩასატარებლად. რა თქმა უნდა, ყველა მოსწავლეს და მასწავლებელს ჰქონდა ამ პლატფორმების გამოყენების უნარები. მე მაქვს შესაბამისი ტექნიკური ცოდნა, ამიტომ, შევეცადე სწორედ ამ საკითხში დავხმარებოდი ჩემს გარშემომყოფებს: მასწავლებლებსა და მოსწავლეებს დავეხმარე სხვადასხვა პლატფორმის შესწავლაში, მათ სწორად მართვაში და სასწავლო პროცესში წარმატებით გამოყენებაში. ასეთი მოხალისეობრივი საქმიანობის განხორციელებას მომავალშიც აქტიურად გავაგრძელებ.