მოხალისეები

  • Ana Kopadze_262.jpg

    ანა კოპაძე, 14 წლის, მოხალისე

    ვსწავლობ გორის N3 საჯარო სკოლის მეათე კლასში, თუმცა, სწავლის პარალელურად, ძალიან მინდოდა რაიმე საინტერესო პროექტში მიმეღო მონაწილეობა. ჩემი დის, თამარის ინიციატივით ჩავერთე ,,ჰელფინგ ჰენდის’’ მოხალისეობრივ პროექტში და მასთან ერთად დავიწყე საქმიანობის განხორციელებაც:

    ჩვენ ჯერ ვიდეოგაკვეთილების მეშვეობით, youtube-დან შევისწავლეთ პირბადეების კერვა, მერე მოვიმარაგეთ შესაბამისი ქსოვილები და ათობით პირბადე შევკერეთ, რომლებიც ჩავალაგეთ სპეციალურ შეფუთვებში და ქალაქის მასშტაბით, ძირითადად, ხანდაზმულ მოსახლეობას დავურიგეთ. ეს ჩემთვის ძალიან სასიამოვნო პროცესი იყო და ამავე დროს, პირველი მოხალისეობრივი გამოცდილებაც.

    მინდა, რომ ასეთი საქმეების კეთება მომავალშიც გავაგრძელო, თამართან ერთად უკვე ვგეგმავთ გარემოსდაცვით პროექტებს ჩვენი ქალაქის მასშტაბით.