მოხალისეები

  • ანასტასია პოგორელსკი_48.jpg

    ანასტასია პოგორელსკი, 14 წლის, მოხალისე

    მე და ჩემი და, სესილი პოგორელსკი ვმონაწილეობთ ახალგაზრდულ მოხალისეობრივ პროექტში და ვართ არასამთავრობო ორგანიზაციის ,,ჰელფინგ ჰენდის’’ მოხალისეები.

    ჩვენი მოხალისეობრივი საქმიანობა ძირითადად ეკოლოგიას, გარემოს დაცვას, ასევე ცხოველების მოვლასა და მათზე ზრუნვას უკავშირდება.

    ამ მიმართულებით მაქვს სამომავლო გეგმებიც, მინდა, რომ მომავალში შევძლო და მიუსაფარი ცხოველებისთვის მოვაწყო თავშესაფარი, სადაც მათზე ზრუნვა უფრო მარტივი და ხელმისაწვდომი იქნება.

    2020 წლის ზაფხული მე და ჩემმა ოჯახმა ბაღდათში გავატარეთ და სწორედ იქ განვახორციელე ჩემი მოხალისეობრივი აქტივობები. ქალაქში იმდენ ქუჩის ძაღლს ვხედავდი, გადავწყვიტე, რომ დავხმარებოდი მათ. მე და ჩემმა დამ დავიწყეთ საკვების შეგროვება, სხვადასხვა ქუჩაში და უბანში ვპოულობდით მიუსაფარ ცხოველებს, მიგვქონდა საჭმელი, ასევე, ვასუფთავებდით კიდეც ჩვენს ოთხფეხა მეგობრებს და ვცდილობდით, რომ გვეზრუნა მათზე.

    საბოლოოდ 3 ძაღლი და ამდენივე კატა ისე შემოგვეჩვია, რომ შვილებიც კი მოიყვანეს და ჩვენთან დასახლდნენ. ზრუნვა ყოველთვის იძლევა სასიამოვნო შედეგს, მათთან ურთიერთობა ჩვენთვის მართლაც რომ, დიდი სიამოვნებაა.

    ყველაფერი ეს არის ჩვენი მოხალისეობრივი საქმიანობის მხოლოდ დასაწყისი. მომავალში ამ საქმეს კიდევ უფრო აქტიურად და მასშტაბურად გავაგრძელებთ.