მოხალისეები

  • ნათია ლაბაძე_124.jpg

    ნინო ლაბაძე, 14 წლის, მოხალისე

    ვცხოვრობ საჩხერის მუნიციპალიტეტის სოფელი ნიგვზარაში, ვარ მეათე კლასის მოსწავლე. აქამდე არასდროს არ მიმიღია მსგავს პროექტში მონაწილეობა, არც მოხალისეობის გამოცდილება მქონდა. თუმცა, ზოგადად, მოხალისეობის შესახებ სხვადასხვა ინფორმაცია ხშირად მესმოდა, მაგალითად, ტელევიზიის მეშვეობით და ყოველთვის მაინტერესებდა ეს სფერო კიდევ უფრო დეტალურად.

    ისე მოხდა, რომ მეც გავხდი ,,ჰელფინგ ჰენდის’’ მოხალისე და პროექტის პირველ ეტაპზე დავესწარი ძალიან საინტერესო სემინარებს. მომდევნო თვეებში სემინარებზე მიღებული ცოდნა ძალიან დამეხმარა, რომ ჩემი აქტივობები დამეგეგმა: ჩემი მეგობრების, ადგილობრივი მოზარდების ჩართულობით ჩავატარე ტრენინგები, სადაც ვისაუბრე, ერთი მხრივ, მოხალისეობის იდეის, ფორმებისა და მნიშვნელობის შესახებ, მეორე მხრივ კი - ყალბი ინფორმაციის გავრცელების გზებისა და მისი ამოცნობის შესაძლებლობების შესახებაც. ტრენინგებში ჩართული მოზარდები იყვნენ ძალიან აქტიურები: სვამდნენ  მათთვის საინტერესო შეკითხვებს, ერთმანეთს ვუზიარებდით აზრებს და ვფიქრობდით საერთო იდეებზე. მომავალში მინდა, რომ ტრენინგების ციკლი გავაგრძელო და სხვა თემებიც დავამუშავო, რომლებიც ჩემს მეგობრებს და თანატოლებს დააინტერესებთ.