მოხალისეები

  • ხატია გიორგაძე_242.jpg

    ხატია გიორგაძე, 14 წლის, მოხალისე

    მე ასპინძაში ვცხოვრობ და ,,ჰელფინგ ჰენდის’’ მოხალისეობრივ პროექტში აქედან ვარ ჩართული. როგორც მოხალისემ მცირე ღონისძიება დავგეგმე, თითოეული აქტივობა კონკრეტული მიზნითა და მიზეზით:

    COVID 19 ვირუსით გამოწვეული პანდემიის გამო, ვინაიდან, ახალგაზრდების უმეტესობა კომპიუტერებს იყო მიჯაჭვული, სურვილი გამიჩნდა, რომ რაიმე ისეთი მომეფიქრებინა და დამეგეგმა, რომელიც მოზარდებსა და ახალგაზრდებს მოწყვეტდა კომპიუტერებისა და ტელეფონების ეკრანებს და გარეთ გამოიყვანდა, გადავწყვიტე ჩემი თანატოლები გამეხალისებინა და გამეხარებინა. ამისთვის დავგეგმე სხვადასხვა სახალისო აქტივობები ღია სივრცეში, რომელშიც სიამოვნებით ჩაერთნენ როგორც ჩემი უბნისა და სამეზობლოს ბავშვები, ისე - ჩემი მეგობრებიც.

    მომავალში ძალიან მინდა, რომ დავეხმარო სოციალურად დაუცველ ბავშვებს, რომლებსაც სურთ, რომ ისწავლონ მარტივი საქმე. მაგალითად, დიდი სურვილი მაქვს, დაინტერესების შემთხვევაში, მათ ვასწავლო ჭრა-კერვა, რასაც ჩემი აზრით, ყოველდღიურ ცხოვრებაში გამოიყენებენ, ასევე მინდა, რომ მათთვის დავგეგმო სხვადასხვა გასართობი და სახალისო ღონისძიებები.  იმედი მაქვს, რომ ჩემი გეგმების განხორციელებას მალე მოვახერხებ.