მოხალისეები

  • მარიამ ბეშიძე_41.jpg

    მარიამ ბეშიძე, მოხალისე, 16 წლის

    მოხალისეობრივი საქმიანობა ჩემთვის ძალიან საინტერესოა, ,,ახალგაზრდული მოხალისეობა COVID 19-ის საპასუხოდ საქართველოში“ პროექტში მონაწილეობამდე საქველმოქმედო ღონისძიებებში ვიყავი ჩართული.

    მიმდინარე პროექტის ფარგლებში კიდევ ერთ მოხალისესთან - მარიამ გოგინაშვილთან ერთად, დავგეგმე პროექტი: ,,თანატოლი თანატოლისთვის’’. სხვა მოხალისეებთან ერთად ვეხმარებით იმ მოსწავლეებს, ვინც პანდემიის პერიოდში ვერ მიიღო სრულყოფილი განათლება. იმართება ინდივიდუალური და ჯგუფური ონლაინ-შეხვედრები სხვადასხვა პლატფორმის გამოყენებით, სადაც თანატოლები ერთმანეთს სხვადასხვა სასკოლო საგანში ცოდნას უზიარებენ.

    მეც ვატარებ ყოველკვირეულ ონლაინ-გაკვეთილებს მსოფლიო ისტორიასა და ინგლისურ ენაში.

    ამავდროულად, აქტიურად ვარ ჩართული ,,ჰელფინგ ჰენდის’’ პროექტის სხვადასხვა კომპონენტში. მაგალითად, საერთაშორისო ექსპერტების მონაწილეობით ჩატარებულ ვებინარებში ინგლისურიდან ქართულ ენაზე ვთარგმნიდი სპიკერის გამოსვლის ტექსტს.

    ამ პროექტში ყველაზე მეტად ის მომწონს, რომ მოხალისეები თავად ვგეგმავთ აქტივობებს, რაც გვაძლევს დიდ გამოცდილებას, როგორც ინდივიდუალურად, ისე გუნდურად მუშაობის თვალსაზრისით.

    ამ ყველაფრის დაგეგმვასა და განხორციელებაში კი, პროექტის პირველ ეტაპზე ჩატარებული ტრენინგები დამეხმარა. პროექტში ისე ჩავერთე, არც ერთ სხვა მონაწილეს არ ვიცნობდი, ტრენინგებზე ჯგუფური სამუშაოები ამ მხრივ ძალიან მნიშვნელოვანი იყო, ბევრ მონაწილეს დავუმეგობრდი და საბოლოოდ, ერთადაც დავგეგმეთ ჩვენი მოხალისეობრივი პროექტები. ეს არის დიდი გამოცდილება და ვიცი, რომ მომავალში აუცილებლად გამომადგება.