მოხალისეები

  • ჯესიკა მეიტიევა_528.jpeg

    ჯესიკა მეიტიევა, 20 წლის, მოხალისე

    მე მოხალისეობრივ საქმიანობას აგარაში, ვახორციელებ.  ვგეგმავ საგანმანათლებლო თუ საქველმოქმედო აქტივობებს და ტრენინგების დროს მიღებულ ცოდნას პრაქტიკაში ვიყენებ. ჩვენს მუნიციპალიტეტში ვცდილობ ადგილობრივთა საჭიროებების კვლევას და შედეგების შესაბამისად, პროექტების განხორციელებას.

    მაგალითად, დავეხმარე ჩვენი სოფლის მკვიდრ უსინათლო მამაკაცს, გადავეცი სხვადასხვა პირველადი საჭიროების ნივთი და პროდუქტი, ის მარტო ცხოვრობს და მისთვის მცირედი ყურადღებაც მნიშვნელოვანია.

    ასევე, ვეხმარები სოფელ ვაყაში მცხოვრებ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე  მამაკაცს და მის მეუღლეს, სოფელ ურბნისში მცხოვრებ მარტოხელა შშმ პირსაც, რომელსაც ძალიან ახარებს ჩვენთან კომუნიკაცია.

    პერიოდულად ვაგროვებ ტანსაცმელს და პროდუქტებს საქველმოქმედო აქტივობებისთვის. ახლახან გავიმარჯვეთ ,,ჰელფინგ ჰენდის’’ მცირე საგრანტო კონკურსში, რაც მოგვცემს უფრო მეტ შესაძლებლობას, რომ დავეხმაროთ მათ, ვისაც ეს სჭირდება.