მოხალისეები

  • ქეთი ჭაღიაშვილი120892930_382686932743574_7604174017482765325_n_650.jpg

    ქეთევან ჭაღიაშვილი, 20 წლის, მოხალისე

    მე აქტიურად ვგეგმავ მოხალისეობრივ პროექტებს და ვცდილობ, ორგანიზება განსაკუთრებით ჩემი თემისთვის სასარგებლო საქმიანობას გავუწიო: ამისთვის კასპის მუნიციპალიტეტში მინდა დავაარსო კლუბი, რომლის მიზანიც ახალგაზრდებში არაფორმალური განათლების მიღების ხელშეწყობა იქნება, კლუბში დაიგეგმება საგანმანათლებლო  შეხვედრები, ტრენინგები და აქტივობები;

    უკვე ვმონაწილეობ მოხალისეობრივ პროექტში ,,ახალგაზრდები ახალგაზრდებისთვის’’, სადაც აბიტურიენტთა ორ ჯგუფს ვამზადებ ისტორიასა და ქართულ ენაში, კვირაში 3 დღის განმავლობაში, მიხარია, რომ აბიტურიენტები განსაკუთრებული ინტერესით ერთვებიან ჩემს ონლაინ-შეხვედრებში.

    ასევე, სკოლის მოსწავლეებს, ონლაინ-რეჟიმში, ვეხმარები სხვადასხვა სასკოლო საგნის მომზადებაში - გეოგრაფიაში, მათემატიკასა და უცხო ენაში.

    მომავალში, კლუბის მეშვეობით მოხალისეობას კიდევ უფრო გავაფართოვებ და კულტურულ-საგანმანათლებლო მიმართულებით  უფრო მეტ პროექტს განვახორციელებ.