მოხალისეები

  • ქეთევან მუსელიანი_320.jpeg

    ქეთევან მუსელიანი, 22 წლის, მოხალისე

    ვარ მცხეთა-მთიანეთის  რეგიონის  მოხალისეთა ჯგუფის წევრი, ჩემს მოხალისეობრივ საქმიანობას სწორედ ამ ჯგუფთან ერთად ვახორციელებ მცხეთის რაიონის სოფელ მუხრანის ტერიტორიაზე. ჩვენ მიერ ჩატარებული თუ დაგეგმილი ღონისძიებებია:

    საგანმანათლებლო შეხვედრები მოსწავლეებთან და სოფლის მოსახლეობასთან, სამოქალაქო ცნობიერების ამაღლების კუთხით, მათ შორის, მოხალისეობის არსისა და ისტორიის, საქართველოსა და სხვა ქვეყნების მოხალისეობრივი გამოცდილების საკითხებზე;

    პანელური დისკუსიები ღია ცის ქვეშ სხვადასხვა აქტუალურ საკითხზე;

    ონლაინ-შეხვედრა სასკოლო სამოქალაქო კლუბ „ბურის’’ წევრებთან, სკოლის მოსწავლეებთან. სადაც სხვა მოხალისეებთან ერთად ვისაუბრეთ COVID-19  პანდემიის პირობებში ჰიგიენური წესების/თავდაცვის მექანიზმებზე, პანდემიის ისტორიებზე;

    გარდა ჩვენი ჯგუფის მიერ განხორციელებული ღონისძიებებისა, შევქმენი ონლაინ-სკოლა, სადაც მოსწავლეებისთვის ტარდება სახალისო გაკვეთილები სამოქალაქო განათლებასა  და ინგლისურ ენაში, პროექტი დავყავი ეტაპებად: გავაკეთე რეგისტრაციის ფორმა; მოვიწვიე მოსწავლეები სხვადასხვა კლასიდან; Teams-ში შევქმენი კლასი, რომელსაც დავარქვი ‘‘მოხალისე“, შევქმენი კლასის ლოგო, გავაკეთე გაკვეთილების ცხრილი და უკვე ვიწყებ აქტიურ საგაკვეთილო პროცესს. მოსწავლეებს ასევე ვაცნობ ევროპის ქვეყნების ისტორიებს, ვგეგმავთ თანამშრომლობას მასწავლებლების პროექტ მოხალისესთან, უახლოეს მომავალში  უზრუნველვყოფთ უცხოელი მოხალისის ჩართულობას ჩვენ პროექტში.