მოხალისეები

  • ანდრია მანია_530.jpg

    ანდრია მანია, პროექტის მონაწილე, ზუგდიდის აკაკი წერეთლის სახელობის N1 საჯარო სკოლის XII კლასის მოსწავლე

    ამ პროექტში ახალი გამოცდილების მიღების მიზნით ჩავერთე. მინდოდა, რომ გამეღრმავებინა ჩემი ცოდნა, გამეცნო საინტერესო ადამიანები, შემეძინა ახალი მეგობრები.

    მოხალისეობრივი საქმიანობის გამოცდილება აქამდეც მქონია, სხვადასხვა მიმართულებით ვიყავი ჩართული აქტივობებში. თუმცა, წყალტუბოს სასწავლო პროგრამის გამოცდილება და მოგონებები, ყველასგან გამორჩეულია.

    ბანაკში მიღებულ ცოდნას საფუძვლიანად გამოვიყენებ მომავალში. მე ახლა უკვე ვიცი, თუ როგორ უნდა გავარჩიო დეზინფორმაცია რეალობისგან და პირიქით.