მოხალისეები

  • keso-shonia.jpg

    კესო შონია, აფხაზეთი, 20 წლის

    „ჩემთვის მოხალისეობა გულიდან ამოძახილია, ხოლო კონკურსში გამარჯვება ყველა იმ ადამიანის და გარემოს ერთობლივი მადლიერების გამოხატულებაა, რომელთა ცხოვრებაში მცირე დადებითი ცვლილება მომიხდენია ჩემი საქმით.

    ვფიქრობ, თითოეული ჩვენგანის მოვალეობაა, ვიზრუნოთ ჩვენი გარემო იყოს მეტად ჯანსაღი და კარგი“ - კესო შონია, 2024 წლის საუკეთესო მოხალისის ეროვნული ჯილდოს გამარჯვებული, ნომინაცია „გარემოს დაცვა და ეკოლოგია“

    კესო შონია აფხაზეთიდან არის და ის შოთა მესხიას ზუგდიდის სახელმწიფო უნივერსიტეტის, მაგისტრატურის პირველი კურსის სტუდენტია.

    კესოსთვის მოხალისეობა ყოველდღიური ცხოვრების განუყოფელი ნაწილია, ის არაერთი მოხალისეობრივი პროექტის თანა-ავტორი და განმახორციელებელია. კესომ, მეგობრებთან ერთად, მეორადი ნაჭრებით 60-მდე ჩანთა შეკერა და სოხუმში ჩაიტანა,   რომელსაც სიმბოლურად, აფხაზურად “მეგობრობა” ეწერა, მხარდაჭერა კი რესურსებისათვის CENN - ისგან მოიპოვა.

    2024 წელს, კესომ გამარჯვება თავის გუნდელებთან ერთად,  სსიპ „ახალგაზრდობის სააგენტოს“ ორგანიზებით გამართულ ახალგაზრდული ფესტივალი „სტუდფესტი 2024“ ფარგლებში, წარმატებული მოხალისეობრივი პროექტისთვის განხორციელებისათვის მოიპოვა. პროექტის ფარგლებში, მიუსაფარი ძაღლებისთვის სახლები მოხალისეებმა თავად, სახლის ხისგან, საბურავებისა და ბოთლებისგან დაამზადეს, ზუგდიდში სხვადასხვა დასახლებაში მიიტანეს, ხოლო ერთ-ერთი ენგურის ხიდთან განათავსეს.

    კესომ მეგობრებთან ერთად გადაშენების პირას მყოფი კოლხური ბზის გავრცელების მიზნით კამპანია წამოიწყო, კოლხური ბზის ნერგები მოიძია და აფხაზეთში მიმავალ ადამიანებს გადასცა, აფხაზეთში კოლხურ ბზა დარგეს... მომავალ წელს ბზა იხარებს... გაიხარებს კესო... გაიხარებს კესოს ქართველი და აფხაზი მეგობრები.

     

    #2024წლისსაუკეთესომოხალისისეროვნულიჯილდო

    #ახალგაზრდობისსააგენტო

    #ჰელფინგჰენდ

    #ახალგაზრდულიმოხალისეობასაქართველოში