2022 წლის საუკეთესო მოხალისე, თანასწორ-განმანათლებელი ბოლნისიდან:
,,ლუკა 1 წელია, რაც აქტიურადაა ჩართული გაეროს ბავშვთა ფონდისა და ჰელფინგ ჰენდის პროექტებში და როგორც მოხალისე, არაერთ საინტერესო იდეას ახორციელებს. ის განსაკუთრებული მონდომებით და პასუხისმგებლობით ეკიდება თითოეულ საქმეს, ხშირად მონაწილეობს საგანმანათლებლო და სოციალურ კამპანიებში, ეხმარება ბოლნისის სათნოების სახლის პერსონალს საკვების გაცემისა თუ დასუფთავების პროცესში და ერთვება სხვა ღონისძიებებში, რომლებიც მოზარდთა თუ ხანდაზმულთა მხარდაჭერის მიზნით ხორციელდება.
''მოხალისეობა ჩემს პიროვნულ განვითარებას უკავშირდება. ერთი წელია, რაც ამ საქმით ვარ დაკავებული და მანამდე რომ გაგეცანით, ბევრად განსხვავებული ადამიანი ვიყავი. ბოლო წლის განმავლობაში ძალიან განვვითარდი და ამაში დიდი როლი სწორედ მოხალისეობამ ითამაშა.
ჩემთვის წლის საუკეთესო მოხალისის ჯილდო ჩემი შრომის დაფასებაა. ვფიქრობ, მივაღწიე მიზნებს და ეს ჯილდო სწორედ იმას მოწმობს, რომ ყველა მიზანი მიღწევადია’’ - ამბობს ლუკა.