მე ლანჩხუთის ჰიგიენის კლუბის წევრი და ,,ჰელფინგ ჰენდის’’ მოხალისე ვარ. როცა ახალი პროექტის ფარგლებში რეგისტრაცია დაიწყო, მაშინვე გამოვგზავნე ჩემი მონაცემები, რადგან მინდოდა, რომ უფრო გამეღრმავებინა ჩემი ცოდნა ჰიგიენის, ჯანსაღი ცხოვრების, თუ ვაქცინაცია/იმუნიზაციის საკითხებზე.
გავიარე ძალიან საინტერესო ტრენინგები პროფესიონალი სპიკერების მონაწილეობით. განსაკუთრებით დამამახსოვრდა ლექცია პაპილომა ვირუსის შესახებ. ინფორმაციის მიღებასთან ერთად, ახალი მეგობრებიც შევიძინე, მომეწონა გუნდური მუშაობაც და ისიც, რომ თვითპრეზენტაციის შესაძლებლობა მოგვეცა.
მინდა, რომ სწავლის პარალელურად, მოხალისეობრივი საქმიანობა აქტიურად გავაგრძელო მომავალშიც.