მოხალისეები

  • მარიამ მელია_377.jpg

    მარიამ მელია, პროექტის მონაწილე, აბაშის N1 საჯარო სკოლის XI ა კლასი

    პანდემიის პერიოდში თუ ამის შემდეგ ვაქცინაციის თემაზე ხშირად ვიგებდი სხვადასხვა ინფორმაციას, სადაც ხშირ შემთხვევაში, რეალობის დეზინფორმაციისგან გარჩევა რთული იყო ხოლმე. მინდოდა, რომ სწორი ინფორმაცია მქონოდა ამ საკითხებზე და ამიტომ ჩავერთე პროექტში: "საქართველოს ახალგაზრდები ვაქცინაციისათვის’’.

    წყალტუბოს ბანაკში გატარებული სამი დღე ჩემთვის იყო დაუვიწყარი. მყუდრო, სასიამოვნო და კომფორტულ გარემოში გავიცანი ბევრი კარგი ადამიანი, მივიღე საინტერესო ინფორმაცია და კარგად გადავემზადე იმ რეალობის წინააღმდეგ, რასაც დეზინფორმაცია ჰქვია.

    წყალტუბოს ტრენინგების შემდეგ ჩემს მუნიციპალიტეტში ჩატარდა საინფორმაციო შეხვედრები იმუნიზაციის თემასთან დაკავშირებით. ვაპირებ კლუბთან მუშაობას, რათა  მოხალისეობრივი საქმიანობები განვახორციელოთ. იმუნიზაცია უმნიშვნელოვანესი პროცესია კაცობრიობის ისტორიაში. იმუნიზაცია ერთგვარი დამცავი ფარია ჩვენი ჯანმრთელობის. მისი მეშვეობით თავს ვგრძნობთ უფრო დაცულად, უსაფრთხოდ.