მოხალისეები

  • mariam-tabatadze.jpg

    მარიამ ტაბატაძე

    2022 წლის საუკეთესო მოხალისე, თანასწორ-განმანათლებელი:

    მარიამმა არაერთი საგანმანათლებლო შეხვედრა ჩაატარა თანატოლებთან ჰიგიენის, მოხალისეობისა და ადვოკატირების საკითხებზე.

    შეხვედრების ფარგლებში სკოლის მოსწავლეებს  უზიარებდა თავის ცოდნას და გამოცდილებას. ასევე აქტიურად იყო ჩართული უკრაინის მხარდასაჭერ აქტივობებში სხვა მოსწავლეებთან ერთად და ორგანიზებას უწევდა არაერთ საქველმოქმედო ღონისძიებას.

     მოაწყო დასუფთავების აქციები, გარემოსდაცვითი ღონისძიებები, კულტურული აქტივობები, მოხალისეთა ლაშქრობები და სხვა სახალისო პროექტები, რომლებიც მოზარდთა შემეცნებასა და განვითარებაზე იყო ორიენტირებული.