მოხალისეები

  • muslim-borchashvili.jpg

    მუსლიმ ბორჩაშვილი, ახმეტა, პანკისის ხეობა, 15 წლის

    „ჩემთვის 2024 წლის საუკეთესო მოხალისის ეროვნული ჯილდოს მიღება უდიდესი პატივი და პასუხისმგებლობაა. ეს არა მხოლოდ წარსული მიღწევების აღიარებაა, არამედ სტიმული მომავალში არ შევწყვიტო კეთილი საქმე. გამარჯვებამ მასწავლა, რომ თითოეული, პატარა საქმე მნიშვნელოვანია და რომ ახალგაზრდებს ნამდვილად შეგვიძლია ცვლილებების მოხდენა. მსურს ავღნიშნო, რომ ნებისმიერ ჯილდოზე მაღლა ადამიანების მადლიერებაა და ეს ჯილდოც განსაკუთრებით დატვირთვის მატარებელი ამიტომაც არის.

    ახალგაზრდებს ვურჩევდი, აუცილებლად მიიღონ ზემოხსენებულ კონკურსში მონაწილეობა. არ აქვს მნიშვნელობა, გაიმარჯვებ თუ არა, თუმცა კონკურსში მონაწილეობით, გაიცნობ უამრავ მოაზროვნე,  მოტივირებულ, უმაგრესს ახალგაზრდას, გაცვლით იდეებს... ეს კონკურსი არის შესანიშნავი შესაძლებლობა, თქვენი მიღწევების  გასაზიარებლად და ახალი ნაბიჯების გადასადგმელად!“ - მუსლიმ ბორჩაშვილი, 2024 წლის საუკეთესო მოხალისის ეროვნული ჯილდოს გამარჯვებული, ნომინაცია „ჟიურის რჩეული.“

    15 წლის მუსლიმ ბორჩაშვილი, ახმეტის მუნიციპალიტეტის სოფელი დუისიდან, პანკისის ხეობიდან არის, ის სსიპ ახმეტის მუნიციპალიტეტის სოფელ დუისის საჯარო სკოლის მოსწავლეა.

    მუსლიმი მოხალისეობრივი საქმიანობისას, მიზნად ისახავდა არაფორმალური განათლების ინტეგრირებას ფორმალურ განათლებაში,  ახალგაზრდებისა და უფროსი თაობის წარმომადგენლების მხარდაჭერას. ის მოხალისეობდა პროექტებში, რომლებიც ახდენდა, როგორც სოციალური თანასწორობის უზრუნველყოფას, ისე ახალგაზრდების უნარების განვითარებას. მუსლიმი უპირატესობას ისეთ მოხალისეობრივ პროექტებს ანიჭებს, რომლებიც განსაკუთრებულად ეხმარებიან ახალგაზრდებს, სოფლად მცხოვრებ ბავშვებს, მიიღონ არაფორმალური განათლება.

    მუსლიმი დღემდე, მოხალისეობრივად ხელმძღვანელობს ახალგაზრდულ ცენტრს - პანკისის ამერიკული თაროს, სადაც ახალგაზრდებს და სხვადასხვა ასაკობრივი ჯგუფის წარმომადგენლებს წარმომადგენლებს ეხმარება კრიტიკულ აზროვნების, კომუნიკაციას და ტექნოლოგიების გამოყენების, საერთაშორისო ორგანიზაციებთან და ადგილობრივ თვითმმართველობასთან, მედიასთან თანამშრომლობის ჩამოყალიბებასა და გაუმჯობესებაში. მუსლიმი ასევე მოხალისეობდა ორგანიზაციებში, რომლებიც შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებს ემსახურება, ქალთა გაძლიერების საკითხებზე მუშაობს და ა.შ

    მუსლიმი მოხალისეობრივ პოზიციას იკავებს დუისის საჯარო სკოლის თვითმმართველობისა და სამოქალაქო განათლების კლუბის თავჯდომარის პოზიციაზე; ასევე მოხალისეობრივ საქმიანობას ეწევა და ის არის ახმეტის მუნიციპალიტეტის მერის ახალგაზრდა მრჩეველი - ახალგაზრდული მრჩეველთა საბჭოს წევრი, ამავე საბჭოს წარმომადგენელი პანკისის ხეობაში.