მოხალისეები

  • naki-jodiashcili.jpg

    ნაკი კოდიაშვილი

    2022 წლის საუკეთესო მოხალისე, თანასწორ-განმანათლებელი
    ,,ნაკიმ ბოლო 1 წლის განმავლობაში მოხალისეობრივად არაერთი საგანმანათლებლო შეხვედრა დაგეგმა, რომლის ფარგლებშიც მოზარდებს ესაუბრა ადვოკატირებისა და მოხალისეობის იდეასა თუ მნიშვნელობაზე.

    ის ხშირად მონაწილეობს გარემოსდაცვით ღონისძიებებში, დასუფთავების აქციებში, ასევე პროექტებში, რომელთა მიზანიც უპატრონო ცხოველების  დახმარებაა.

    აწყობს საინფორმაციო აქტივობებს და ხელს უწყობს მოზარდებში ჰიგიენასა და ვაქცინაციაზე ცნობიერების ამაღლებას. ამასთან, არის ჭადრაკის მოხალისე მასწავლებელი.  ასევე, მოხალისე ჟურნალისტი, ხშირად იწვევს თავის გადაცემებში თანატოლ მოხალისეებს და მათ საქმიანობას აცნობს საზოგადოებას.