
2023 წლის საუკეთესო მოხალისის ეროვნული ჯილდო ნომინაციაში “არაფორმალური განათლების მხარდაჭერა” ნინო ჯაბიძეს გადაეცა.
16 წლის ნინო ჯაბიძე ბაღდათის N2 საჯარო სკოლის მოსწავლეა. ის მუნიციპალიტეტის ახალგაზრდული საბჭოს წევრია და რეგიონში არსებულ ორგანიზაციებთან აქტიური მოხალისეობითა და თანამშრომლობით გამოირჩევა. მაგალითად, ის საქართველოს არაფორმალური განათლების ინსტიტუტში მოხალისეობს ახალგაზრდული სამიტების ორგანიზატორად, რომელიც 150-200 ახალგაზრდას საქართველოს მასშტაბით აერთიანებს.
ნინო ასევე Glow Georgia-ს კლუბის ლიდერია ბაღდათის მუნიციპალიტეტში, რომელიც თავად ჩამოაყალიბა, საკლუბო მოხალისეობისა ის თემში მცხოვრები გოგონებისათვის საგანმანათლებლო, არაფორმალური და მოხალისეობრივ შესაძლებლობებს ქმნის. ბოლო ერთი წლის მანძილზე მისი ორგანიზებით იმართებოდა საინფორმაციო შეხვედრები ახალგაზრდებთან Erasmus+ გამოცდილების შესახებ, საჯარო ლექციები მოწვეული მომხსენებლებით მონაწილეობით, ფორუმებს.
ნინოს სახელს უკავშირდება ბაღდადში ახალგაზრდული ფორუმის ორგანიზება, რომელშიც მონაწილეობას 100-მდე ადამიანი იღებდა, მათ შორის იყვნენ მასწავლებლები, ახალგაზრდები, მოსწავლეები და მშობლები.
“ჯილდო ჩემთვის არის დიდი პასუხისმგებლობა. ეს არის შედეგი დიდი შრომის აღიარება და მაგალითი იმისა, სიყვარულით გაკეთებული საქმე ყოველთვის ღირებული და წარმატების მომტანია” - ნინო ჯაბიძე