მოხალისეები

  • qristine-diasamidze.jpg

    ქრისტინა დიასამიძე, ბათუმი, 20 წლის

    “საკმაოდ დიდი პატივია ჯილდოს მიღება, რომელიც შენს მოხალისეობრივ საქმიანობას წარმოაჩენს. ვფიქრობ, წლის საუკეთესო მოხალისის ეროვნული ჯილდოს გამარჯვებული ნიშნავს, რომ შენი შრომა, გულწრფელი ზრუნვა და სხვების დახმარების სურვილი აღიარებულია ფართო საზოგადოების მიერ. ეს მაძლევს კიდევ მეტ მოტივაციას, რომ განვაგრძო უფრო დიდ მიზნებზე მუშაობა და მაგალითი მივცე სხვებს. ასეთი აღიარება არა მხოლოდ პირად მიღწევად აღიქმება, არამედ აჩვენებს, როგორ შეუძლია ერთ ადამიანს დიდი გავლენა მოახდინოს საზოგადოებაზე.

     

    მოხალისეობა ეს არის გულწრფელი სურვილი დადებითი გავლენა მოახდინო სხვების ცხოვრებაზე ან სამყაროზე. ჩემთვის ეს არის ადამიანის ნების და პასუხისმგებლობის გამოხატულება, რომელიც არა მარტო სხვებისთვის, არამედ საკუთარი თავისთვის, რადგან იძლევა ახალ გამოცდილებებს, უნარების განვითარებას და ემოციურ კმაყოფილებას.

     

    წლის საუკეთესო მოხალისის ეროვნული ჯილდოს კონკურსში მონაწილეობის მიღება  ახალგაზრდებისთვის მრავალი მიზეზით არის მნიშვნელოვანი და ღირებული. ეს გაძლევთ შესაძლებლობას, რომ თქვენი შრომა და ჩადებული ენერგია აღიარებული იყოს ეროვნულ დონეზე. როცა აკეთებთ იმას, რაც მთელი გულით გიყვარს, მაშინ მსგავი პლატფორმა ხელს გვიწყობს ჩვენი ხმა ფართო აუდიტორიას მივაწვდინოთ და კიდევ უფრო დიდი წვლილი შევიტანოთ გარშემომყოფთა ცხოვრების გაუმჯობესებაში” – ქრისტინა დიასამიძე, 2024 წლის საუკეთესო მოხალისის ეროვნული ჯილდოს გამარჯვებული, ნომინაცია: “ახალგაზრდების მხარადაჭერა და მოხალისეობა”.

     

    ქრისტინა დიასამიძე ბათუმის სახელმწიფო საზღვაო აკადემიის, ბიზნესისა და მართვის ფაკულტეტის მესამე კურსის სტუდენტია და საკმაოდ აქტიური მოხალისეა. ის 20 წლის არის და უკვე 5 წელია ეწევა მოხალისეობრივ საქმიანობას. ბოლო ერთი წლის განმავლობაში აქტიურად იყო ჩართული სხვადასხვა კულტურულ, სპორტულ, შემეცნებით და საგანმანათლებლო ღონისძიებაში. 

    ქრისტინა ეკო-კლუბის აქტიური მოხალისეა, ის მონაწილეობას იღებდა ტრენინგების, ლაშქრობების, ბანაკების, შემეცნებითი ტურების ორგანიზებაში, სისხლის ბანკისა და საზღვაო აკადემიის მიერ დაორგანიზებული სისხლის დონაციის აქციებში.

    ქრისტინე ასევე მონაწილეობა სსიპ ახალგაზრდობის სააგენტოს ორგანიზებული, მასშტაბური ახალგაზრდული ფესტივალი “სტუდფესტი 2024-ის” მოხალისეობის კონკურსის გამარჯვებული პროექტის თანა-ავტორი და ერთ-ერთი განმახორციელებელი. აღნიშნული მიზნად ისახავდა ახალგაზრდებში მოხალისეობრივი თემის პოპულარიზაციას. სტუდენტებთან ერთად, მოხალისეორბივი პროექტის ფარგლებში მოიხატა - გრაფიტი 3D (სამგანზომილებიანი) ზებრა გადასასვლელი, მოხალისეეები ასევე ქვეითებს დახმარებას უწევდნენ უსაფრთხო გადაადგილებაში.

     

    ქრისტინე მოხალისეობდა ისეთ ღონისძიებებში, როგორიცაა მაგალითად ქვიშის ფეხბურთის ევრო ლიგა - საქართველო 2024, ბათუმის უშუს ღია საერთაშორის ტურნირი, EYOF 2025 Bakuriani გახსნითი ღონისძიება და სხვა. აღნიშნული ღონისძიებებში წარმატებული მოხალისეობრივი საქმიანობისათვის ქრისტინეს მადლიერების სერტიფიკატი გადაეცა. 

     

    ქრისტინე დღემდე მოხალისეობს წითელი ჯვარში, გავლილი აქვს პირველადი დახმარების ტრენინგები და საჭიროების შემთხვევაში, ყოველთვის დახმარებას უწევს ადამიანებს.