მოხალისეები

  • tamar-mezvrishvili.jpg

    თამარ მეზვრიშვილი

    2023 წლის საუკეთესო მოხალისის ეროვნული ჯილდო ნომინაციაში "ჟიურის რჩეული" 16 წლის თამარ მეზვრიშვილს გადაეცა, რომელიც გორში, სოფელ პატარა გარეჯვარში ცხოვრობს. ის პატარა გარეჯვარის საჯარო სკოლის მოსწავლეა.

    თამარ მეზვრიშვილი გორის მუნიციპალიტეტში მრავალფეროვანი მოხალისეობრივი საქმიანობებით გამოირჩევა, ერთი წლის მანძილზე მართავდა საგანმანათლებლო შეხვედრების ჰიგიენის, ცხოვრების ჯანსაღი წესის საკითხებზე, მისი ინიციატივითა და ორგანიზებით გორის მუნიციპალიტეტში ჩატარდა შიდსის და ძუძუს კიბოს ბრძოლასთან, დაუნის სინდრომთან დაკავშირებული საინფორმაციო კამპანიები, წიგნის კითხვის დღის აღსანიშნავად საბავშვო ბაღებში შეხვედრები.

    ის მონაწილეობას იღებდა საქველმოქმედო და საახალწლო კონცერტების, ასევე ახალგაზრდული ღონისძიებების ორგანიზებაში, თანამშრომლობდა ადგილობრივ თვითმმართველობასთან, ადგილობრივ და საერთაშორისო ორგანიზაციებთან მოხალისეობრივი პროექტების საკითხებზე.

    “ჩემი ყოველდღიურობა მოხალისეობრივ საქმიანობას უკავშირდება, მიხარია რომ ამ საქმიანობის აღიარება ხდება, რათა სხვებს გაუჩნდეთ სურვილი მოხალისეობის, ასევე დიდი მოტივაციაა ჩემთვის დაწყებული საქმიანობა უფრო ეფექტიანად განვახორციელო ჩემი თანატოლებისა და ადგილობრივი თემისათვის”- თამარ მეზვრიშვილი.