მოხალისეები

  • tatia-msxviladze.jpg

    თათია მსხვილიძე

    2022 წლის საუკეთესო მოხალისე,  თანასწორ-განმანათლებელი:

     

    თათია ერთ-ერთი ყველაზე აქტიური მოხალისე და თანასწორ-განმანათლებელია. ჩატარებული აქვს 60-მდე საგანმანათლებლო შეხვედრა და ღონისძიება, ჰიგიენის კლუბის წევრებისა თუ სკოლის მოსწავლეების მონაწილეობით. ასევე, ესსეებისა და ნახატების კონკურსი, თოჯინების სპექტაკლი, რომლის მიზანიც მოსწავლეებისთვის ჰიგიენის შესახებ ინფორმაციის სახალისო გზით მიწოდება გახლდათ.

    თათია აქტიურად თანამშრომლობდა ადიგენის სხვადასხვა სკოლის მოსწავლეებთან და ადმინისტრაციასთან, ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებთან, მის პროექტებში ჩართულნი იყვნენ მოზარდები არა მხოლოდ ადიგენიდან, არამედ სხვა მუნიციპალიტეტებიდან და ქალაქებიდან.