მოხალისეები

  • vartur-kalaichiani.jpg

    ვართუშ კალაიჩიანი

    2022 წლის საუკეთესო მოხალისემ, თანასწორ-განმანათლებელი

    ვართუში ,,ჰელფინგ ჰენდის’’ აქტიური მოხალისე და თანასწორ-განმანათლებელია. მის მიერ ჩატარებულ ღონისძიებათა შორისაა: "3 მარტი, დედების დღე"; საინფორმაციო პრეზენტაციები სკოლებში მოხალისეობის საკითხებზე; 22 მარტი "წყლის საერთაშორისო დღე"; "ონლაინ 4 დღიანი ბანაკი’’; ტრენინგები ვაქცინაციის ისტორიის საკითხებზე, ესსეების კონკურსები, ქართული ენის კურსები და სხვა.

    როგორც მოხალისე ის მუდმივად ცდილობს თანატოლებისთვის საინტერესო აქტივობების ორგანიზებას, ახალი შესაძლებლობების შემქნას, არაფორმალური განათლების გზით მოზარდთა ინფორმირებას მათთვის მნიშვნელოვანი საკითხების შესახებ.

    ,,ჩემთვის მთავარია, რომ ჩემი სოფელი, ჩემი ქვეყანა განვითარდეს და მომავალში უფრო კარგი, უფრო ძლიერი და უფრო განვითარებული საქართველო გვქონდეს. ამ 9 თვის განმავლობაში მოხალისეობა ჩემი ცხოვრების განსაკუთრებულ ნაწილად იქცა, ამ მხრივ აქტიურობას, სწავლასთან ერთად, მომავალშიც აუცილებლად გავაგრძელებ’’ - ამბობს ვართუში.