პროექტის დეტალი

გამოყვეყნების თარიღი: Oct 27, 2020

პროექტის აღწერა

ჩემს ცხოვრებაში ხელოვნებას უდიდესი ადგილი უჭირავს, ამიტომ მოხალისეობრივი აქტივობებიც სწორედ ამ სფეროს დავუკავშირე. ძალიან მიყვარს ხატვა და ვფიქრობ კარგადაც გამომდის, სწორედ ამიტომ მინდოდა ცოდნა სხვისთვისაც გამეზიარებინა. აგვისტოში 2 კვირის განმავლობაში ყოველდღე ვუტარებდი ხატვას გაკვეთილებს ორ მოსწავლეს ნესტან ნიჟარაძის სახელოსნოში. ძალიან ნიჭიერი ახალგაზრდები არიან და ვფიქრობ, ცოტათი მაინც დავეხმარე ხატვის ტექნიკის უკეთ დახვეწაში. სამომავლოდ კიდევ ვაპირებ გამოცდილების სხვებისთვის გაზიარებას და იმედი მაქვს, უფრო მეტი ახალგაზრდა დაინტერესდება. აუცილებლად უნდა აღვნიშნო, რომ ჩემი  საქმიანობა მხოლოდ მასწავლებლობით არ შემოფარგლულა, 2 დღის განმავლობაში ვიყავი მოხალისე გამოფენაზე და საშუალება მომეცა ვყოფილიყავი იმ გარემოში, რომელიც ჩემთვის ასე ძვირფასია.