პროექტის დეტალი

გამოყვეყნების თარიღი: Oct 27, 2020

პროექტის აღწერა

მე ვარ ანა ალბუთაშვილი და „ჰელფინგ ჰენდთან“ პარტნიორობით ვახორციელებ მოხალისეობრივ საქმიანობას დედაქალაქის ბავშვთა თავშესაფრებში. ვფიქრობ, ჩვენს ქვეყანაში ერთ-ერთი ყველაზე მოწყვლად ჯგუფს სწორედ უდედმამო ახალგაზრდები წარმოადგენენ, ამიტომ ძალიან დიდი მუშაობაა საჭირო მათი საზოგადოებაში ინტეგრაციისთვის. სწორედ ამიტომ ხელმძღვანელ ანა ჩოხელთან და რამდენიმე მეგობრებთან ერთად გადავწყვიტე სტუმრად ვწვეოდი ბავშვთა თავშესაფარებსს და აღსაზრდელებისთვის ერთი ჩვეულებრივი დღე გაგველამაზებინა. მნიშვნელოვანია, რომ ახალგაზრდები თავს მარტო არ გრძნობდნენ და იცოდნენ, რომ მათზე სახელმწიფო, მოსახლეობა, თანატოლები ზრუნავენ. მინდა ავღნიშნო, რომ საკმაოდ წარმატებული აღმოჩნდა ჩვენი შეხვედრები, რადგან  გასართობი დავალებების საშუალებით ბავშვები აქტიურად იყვნენ ჩართული მთელ პროცესში. თავდაპირველად მათ ვკითხეთ, თუ რაზე ოცნებობდნენ და დავარწმუნეთ, რომ დიდი მონდომების შემთხვევაში ყველაფერი გამოუვიდოდათ. ფიზიკური აქტივობა მეტად მნიშვნელოვანია ჯანსაღი სხეულისათვის,ამიტომ არც სპორტული აქტივობები დავივიწყეთ. თავშესაფრის აღსაზრდელებს ასევე ვთხოვეთ, გაესახიერებინათ საყვარელი მულტფილმის გმირები და ვფიქრობ, საკმაოდ კრეატიულად გაართვეს თავი ამ დავალებას. ძალიან კმაყოფილი ვარ ამ შეხვედრებით და ვფიქრობ, აუცილებლად გავაგრძელებთ სხვა ავშვთა თავშესაფრებში სტუმრობასაც.