პროექტის დეტალი

გამოყვეყნების თარიღი: Oct 27, 2020

პროექტის აღწერა

მიუხედავად ეპიდემიოლოგიური სიტუაცისაა, ჩემთვის ეს ზაფხული საკმაოდ დატვირთული აღმოჩნდა, განსაკუთრებით აგვისტო, რადგან არაერთი მოხალისეობრივი პროექტი განვახორციელე, თუმცა მოგიყვებით რამდენიმეზე, რომლებითაც განსაკუთრებით ვამაყობ. დამეთანხმებით, რომ კარანტინში ყოფნა განსაკუთრებით რთული აღმოჩნდა ახალგაზრდებისთვის, რადგან გარდა იმისა, რომ თანატოლებთან ერთად გართობის საშუალება აღარ გვქონდა, ონლაინ სწავლების გამო მთელი დღეები კომპიუტერებთან ვიყავით მიჯაჭვული. სწორედა ამიტომ გადავწყვიტე ცაგერის მუნიციპალიტეტის სოფელ ზუბში თანატოლებისთვის მომეწყო შეჯიბრი სპორტულ თამაშებში. აქტივობის მიზანი იყო პანდემიის დროს ფიზიკურ აქტივობებს გადაჩვეული მოსწავლეების გამოცოცხლება. ამ კუთხით დავგეგმე კიდევ ერთი ღონისძიება, მოვაწყვეთ პატარა ექსკურსია ხვამლის მთავზე. ზღვის დონიდან 2002 მეტრზე შევიკრიბეთ და ერთი ბედნიერი დღე ვაჩუქეთ ერთმანეთს. ამ შემთხვევაშიც ჩემი დიდი სრუვილი იყო, რომ პანდემიის გამო სახლში გამოკეტილი ადამიანების გახალისება და სახლებიდან გამოყვენა, რა თქმა უნდა, შესაბამისი უსაფრთხოების ზომების დაცვით.


პროექტის ავტორი
, რაჭა-ლეჩხუმი