პროექტის დეტალი

გამოყვეყნების თარიღი: Nov 02, 2020

პროექტის აღწერა

დიდი ხანია, რაც სურვილი მქონდა, რომ მეც მიმეღო მონაწილეობა მოხალისეობრივ აქტივობებში, ამიტომ განსაკუთრებით გამახარა „ჰელფინგ ჰენდთან“ თანამშრობლობის შესაძლებლობამ. აგვისტოს მეორე ნახევარში ჩართული ვიყავი ორგანიზაციის ერთ-ერთი ტრენინგკურსის „კოვიდი თანასწორობისთვის“ კამპანიაში სოციალური ქსელის ფარგლებში. როგორც ყველას, მძიმე ეპიდსიტუაციის გამო, ნახევარი წლის გატარება სახლში მომიწია, თუმცა ამას ჩემს მონდომებაზე არ უმოქმედია და როცა მომეცა შესაძლებლობა, მაშინვე ჩავერთე აღნიშნული ღონისძიების საორგანიზაციო საკითხების მოგვარებაში. მნიშვნელოვანია, რომ რაც შეიძლება მეტი ახალგაზრდა დაინტერესდეს არაფორმალური განათლებით, ამიტომ აქტიურად ვავრცელებდი ინფორმაციას სხვადასხვა „ფეისბუქ“ ჯგუფებში, გარდა ამისა, შევქმენი და დავარედაქტირე მონაწილეთა აპლიკაცია. რაც შეეხება თვითონ ტრენინგკურსს, მისი მიზანი იყო საზოგადოებაში ცნობიერების ამაღლება შშმ პირების საკითხების მიმართ, განსაკუთრებით ყურადღება გავამახვილეთ მათ საჭიროებებზე პანდემიის პირობებში.