პროექტის აღწერა„Helping Hand“-ის პროექტის ფარგლებში მე და ჩემმა დამ, თამარ კოპაძემ, გადავწყვიტეთ მრავალჯერადი გამოყენების პირბადეები შეგვეკერა და ჩვენს თემში დაგვერიგებინა, ძირითადად კი მოხუცებისათვის. პროექტის განსახორციელებლად პირველ რიგში მოვიძიეთ ინფორმაცია თუ როგორი მასალით უნდა შეიკეროს პირბადე, რომ რაც შეიძლება უსაფრთხო იყოს. ასევე YouTube ვიდეობის საშუალებით შევისწავლეთ პირბადეების შეკერვა და შევუდეგით საქმეს. პირბადეების შეკერვა საკმაოდ ხანგრძლივი და შრომატევადი იყო. ბოლოს კი როდესაც დავამთავრეთ შეკერვა, პირბადეები გავრეცხეთ და მოვათავსეთ სუფთა ცელოფნის პარკებში. შემდეგი ეტაპი კი პირბადეების ჩვენს ქალაქში დარიგება იყო.