პროექტის დეტალი

გამოყვეყნების თარიღი: Oct 27, 2020

პროექტის აღწერა

 მე ვარ მეგი ჩხეტიანი და მოხალისეობრივ საქმიანობას ვასრულებ წალკის მუნიციპალიტეტში. „ჰელფინგ ჰენდთან“ თანამშრომლობა ჩემთვის დიდი გამოცდილების მომტანი აღმოჩნდა. ამის შემდეგ დავისახე მიზნად, რომ კიდევ უფრო მეტი ახალგაზრდა დავაინტერესო უანგაროდ სიკეთის კეთებით. თანატოლებთან ერთად მთელი აგვისტოს განმავლობაში ვატარებდი შეხვედრებს სკოლის მოსწავლეებთან და ვცდილობდი მათთვის მომეყოლა მოხალისეობის მნიშვნელობაზე: გავიცანით ერთმანეთი, დავმეგობრდით და გავუზიარე მათ ტრენინგებზე მიღებული ცოდნა. ამის შემდეგ უკვე პროექტების დაგეგმვაზე გადავედით და აქტიურად ვმუშაობ სხვა მოხალისეებთან ერთად საინტერესო აქტივობების მომზადებაზე. ჩემთვის ძალიან საინტერესოა თანატოლებთან მუშაობა, ვუღრმავდებით თითოეულ დეტალს და ვფიქრობთ, რა შეიძლება გავაკეთოთ ჩვენი რეგიონისთვის სასიკეთოდ.


პროექტის ავტორი
, ქვემო ქართლი