პროექტის დეტალი

22 აპრილი-დედამიწის დღე

გამოყვეყნების თარიღი: Apr 22, 2024

პროექტის აღწერა

ამ დღის აღსანიშნავად სსიპ-ახალციხის მუნიციპალიტეტის ქალაქ ვალის N1 საჯარო სკოლაში, მოვაწყეთ, დედამიწის დღესთან დაკავშირებული ღონისძიება, სადაც VI-X კლასის მოსწავლეები იღებდნენ მონაწილეობას.
წარმოდგენილი გვქონდა:
•პრეზენტაცია დედამიწის დღეზე, მისი დაარსების ისტორიასა და მნიშვნელობაზე;
•X კლასელმა მოსწავლემ წარმოგვიდგინა ვიდეორგოლი, სადაც ის განმარტავს დედამიწის დღის მნიშნელობას და მიზანს;
• ანიმაცია, სადაც ჩანს თუ რა ზიანს აყენებს ადამიანი დედამიწას;
•VI;VIII კლასის მოსწავლეთა ნახატების პრეზენტაცია. 

თეორიული ნაწილის შემდეგ გადავინაცვლეთ სკოლის გარე ტერიტორიაზე და მოვაწყეთ სახალისო, პრაქტიკული, გუნდური აქტივობები, რომლებიც მოიცავდა შემდეგს: ფერადი ცარცებით სკოლის ტერიტორიის მოხატვა; ბუნებაში დამალული ნივთების პოვნა; ფურცელზე დაწერილი აქტივობის ჟესტიკულაციით ახსნა; სპორტული აქტივობა "ხელბურთის თამაში".




























პროექტის ავტორი
, სამცხე-ჯავახეთი

ვარ აქტივისტი და თანატოლგანმანათლებელი.ვხელმძღვანელობ რამდენიმე არასამთავრობო კლუბს, მათ შორის გოგონებისა და ქალების გასაძლიერებლად დაარსებულ კლუბს, “GLOWCLUB VALE/გლოუს კლუბი ვალე”-ს. აქტიურად ვმოღვაწეობ არაფორმალურ სექტორში.გაცვლითი პრო... განაგრძეთ კითხვა