პროექტის დეტალი

23 აპრილი - წიგნის ჩუქების საერთაშორისო დღე

გამოყვეყნების თარიღი: Apr 26, 2025 ჩართული მოხალისეები: 1 მოხალისეობრივი საათი: 0
პროექტი

პროექტის აღწერა


   

23 აპრილს, წიგნის ჩუქების საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, გადავწყვიტე, რომ ჩემი წვლილი შემეტანა წიგნიერების პოპულარიზებაში და სპეციალურად ამ დღისთვის მოვამზადე საინფორმაციო ბუკლეტი/პოსტერი(6 სლაიდი სულ).
ბუკლეტში სხვადასხვა სლაიდზე განვათავსე ინფორმაცია წიგნის მნიშვნელობის, წიგნიერების როლის და წიგნის ჩუქების ტრადიციის შესახებ. ვეცადე, ტექსტი ყოფილიყო საინტერესო, გასაგები და მოტივაციის მომცემი, რომ მკითხველისთვის წიგნის სიყვარულის და განათლების მნიშვნელობა უკეთესად გადმომეცა.
ეს პოსტერი მოვამზადე მოხალისეობრივი ინიციატივით,რათა რაც შეიძლება მეტი ადამიანისთვის მიმეწვდინა ის იდეა, რომ წიგნის ჩუქება — ეს არის ყველაზე თბილი და ღირებული საჩუქარი, რომელსაც შეუძლია ადამიანის ცხოვრება შეცვალოს.
ეს პროცესი ჩემთვის იყო ძალიან შთამაგონებელი გამოცდილება — იმიტომ, რომ კიდევ ერთხელ დავრწმუნდი, როგორ შეუძლია ერთ პატარა ქმედებას ცოდნის და სიყვარულის დიდი ტალღა გამოიწვიოს.

აღნიშნული პოსტერი 23 აპრილს გამოვაქვეყნეთ მოხალისეთა ჯგუფში, გიზიარებთ ლინკს:
https://www.facebook.com/share/p/1FEkP9Y5x5/ 

(P.s აქტივობის ზუსტი დრო: 22 აპრილი, 20:00-22:00. ჯამში 2 მოხალისეობრივი საათი. ამ აქტივობის განხორციელებას დაადასტურებს მოხალისეთა კოორდინატორი ლიზი სალბიშვილი.)