პროექტის დეტალი

8 მარტი - ქალთა დღე

გამოყვეყნების თარიღი: Apr 25, 2025 ჩართული მოხალისეები: 6 მოხალისეობრივი საათი: 0
პროექტი

პროექტის აღწერა


8 მარტს, ქალთა საერთაშორისო დღეს, მოხალისეებმა გადავწყვიტეთ განსაკუთრებული გზით გამოგვეხატა პატივისცემა და სიყვარული ყველა ქალისათვის. ჩვენი სურვილი იყო, უბრალო, მაგრამ გულით შემოთავაზებული საჩუქრით გაგვეხარებინა ქუჩაში გამვლელი ქალბატონები და შეგვეხსენებინა მათთვის, თუ რამდენად მნიშვნელოვანი და ფასეულნი არიან.
შაბათს შევიკრიბეთ დილით 12 საათზე. მთელი გულით დავამზადეთ სამაჯურები — თითოეულში ჩავაქსოვეთ სითბო, პატივისცემა და სიხარული. გავაკეთეთ პატარა სამოტივაციო წერილებიც, შემდეგ კი ეს ყველაფერი კონვერტებში გადავანაწილეთ. როცა დავიწყეთ დარიგება, ქალბატონების  სახეზე გაკვირვება და სიხარული ისახებოდა. 
ჩვენ გვინდოდა ყველა ქალს ეგრძნო, რომ დაფასებული, საყვარელი და განსაკუთრებულია — არა მხოლოდ 8 მარტს, არამედ ყოველთვის და ვფიქრობ, ეს მოვახერხეთ.

(P.s აქტივობის ზუსტი დრო: 8 მარტი, 12:00-15:00. ჯამში სამი მოხალისეობრივი საათი,ამ აქტივობის განხორციელებას დაადასტურებს მოხალისეთა კოორდინატორი ლიზი სალბიშვილი.)