პროექტის დეტალი

ადამიანის უფლებათა დაცვის კვირეული

გამოყვეყნების თარიღი: Dec 12, 2023

პროექტის აღწერა

ადამიანის უფლებათა დაცვის საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილ კვირეულში მეც და ჩვენი სკოლის საზოგადოებამაც აქტიურად მივიღეთ მონაწილეობა.

  • პრეზენტაციების ჩვენება. წარმოვადგინეთ პრეზენტაციები თემაზე "ადამიანის უფლებები", სადაც პრეზენტაციებით ვიკვლევდით ადამიანის ფუნდამენტურ უფლებებს და ვაცნობდით დამსწრე საზოგადოებას ამ უმნიშვნელოვანეს დოკუმენტს. 
  • აქტივობა სტოპ კადრები. ამ ინტერაქტიულ კონფერენციაზე, წარმოვადგინეთ აქტივობა "სტოპ კადრები" თემაზე "გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვა". ამ აქტივობის მთავარი მიზანი იყო, რომ დამსწრე საზოგადოებისთვის გვეჩვენებინა გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვა, რამაც გამოიწვია დისკუსია მოსწავლეებში ამ უფლების შეზღუდვით გამოწვეულ შედეგებზე. 
    ამის გამოსახატად ერთობლივად დავწერეთ ფრაზები, როგორიცაა "გამოხატე შენი თავი", "არა გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვას", რომლებიც აღწერდნენ სტოპ კადრების მეშვეობით წარმოდგენილ სიტუაციას.
  • "ესე" ადამიანის უფლებებზე
    კონფერენციაზე წარმოვადგინე ჩემს მიერ დაწერილი ესე თემაზე"ადამიანის უფლებები", სადაც ნათლად ავღწერე ჩემი დამოკიდებულება ადამიანის უფლებების მიმართ.
  • ვიქტორინა. ღონისძიების შესაჯამებლად კი ვაჩვენეთ ვიქტორინა ადამიანის უფლებების თემაზე, რათა განგვემტკიცებინა პრეზენტაციის მსვლელობისას მიღებული ცოდნა. 
  • ასევე წარმოვადგინეთ საინფორმაციო ბროშურები, რომლებიც დავურიგეთ დამსწრე საზოგადოებას.


პროექტის ავტორი
, სამცხე-ჯავახეთი

ვარ აქტივისტი და თანატოლგანმანათლებელი.ვხელმძღვანელობ რამდენიმე არასამთავრობო კლუბს, მათ შორის გოგონებისა და ქალების გასაძლიერებლად დაარსებულ კლუბს, “GLOWCLUB VALE/გლოუს კლუბი ვალე”-ს. აქტიურად ვმოღვაწეობ არაფორმალურ სექტორში.გაცვლითი პრო... განაგრძეთ კითხვა