გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრის აგროსკოლაში სწავლა დაიწყო.
სასწავლო კურსის მიზანია, მოსწვლეებმა ინფორმაცია მიიღონ აგრარულ საკითხებზე,სოფლის მეურნეობის შესახებ, აიმაღლონ ცნობიერება და შემდგომ ჩაერთონ აგრარული მიმართულებით არსებულ აქტივობებში.
IX-XII კლასის მოსწავლეები გაეცნობიან ისეთ საკითხებს, როგორიცაა : სოფლის მეურნების განვითარება, ფერმერთა შესაძლებლობები, სოფლის მეურნეობის მიმართულებით არსებული პროგრამები, ფერმერული მეურნეობის მართვა და მენეჯმენტი, ღვინის ისტორია, აგრო ტურიზმი და ა.შ.
სასწავლო კურსი ორი თვე გაგრძელდება. თეორიულ სწავლებასთან ერთად, დაგეგმილია საველე გასვლები. ლექციებს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს წარმომადგენლები და მოწვეული სპეციალისტები დისტანციურად, ZOOM-ის პლატფორმით ჩაატარებენ.
სწავლებაში ჩართულებიჰიგიენის კლუბის წევრები .