4 მაისს დუშეთის მუნიციპალიტეტის მერიის ახალგაზრდული მრჩეველთა საბჭოს მოხალისეებმა ანტი-ბულინგის დღესთან დაკავშირებით გადავწყვიტეთ ჩაგვეწერა თემატური ვიდეო სადაც დუშეთის მეორე საჯარო სკოლის მოსწავლეები მიიღებდნენ მონაწილეობას.
ახალგაზრდები აფიქსირებდნენ საკუთარ აზრს ბულინგთან დაკავშირებით, რამდენად არის გავრცელებული და რა სახის არსებობს. საბოლოოდ აწყობილი ვიდეო აიტვირთა დუშეთის მუნიციპალიტეტის მერიის მრჩეველთა საბჭოს გვერდზე.