პროექტის დეტალი

ჭარბტენიანი ტერიტორიები

გამოყვეყნების თარიღი: Apr 02, 2024

პროექტის აღწერა

სსიპ-ახალციხის მუნიციპალიტეტის ქალაქ ვალის N1 საჯარო სკოლაში, 26 მარტს მოეწყო საინფორმაციო და პრაქტიკული შეხვედრა სკოლის მოსწავლეებთან. 


შეხვედრაზე განვიხილეთ: თუ რატომ გვჭირდება ჭარბტენიანი ტერიტორიები?;ჭარბტენიანი ტერიტორიების დაკარგვის შედეგი;პრობლემის გადაჭრის 5 გზა...


თეორიულ ნაწილთან ერთად მოსწავლეებმა იხილეს ერთ-ერთი ჭარბი ტენის მოყვარული მცენარე და ახლოდან დააკვირდნენ მას. 


განიმტკიცეს ცოდნა ჭარბტენიან ტერიტორიებთან დაკავშირებით და შეიმეცნეს, რომ ჭარბტენიან ტერიტორიებს ხშირად “დედამიწის თირკმელებსაც” კი უწოდებენ, რადგან ისინი ატმოსფეროში არსებული ნახშირორჟანგის უდიდეს ნაწილს შთანთქავენ, და მეტიც, მსოფლიოს ტყეებთან შედარებით ისინი 2-ჯერ მეტ ნახშირორჟანგს შთანთქავენ.


ბოლოს კი, ვუყურეთ საინტერესო ვიდეოს ჭარბტენიან ტერიტორიებთან დაკავშირებით და ვიდეოს სახით შევაჯამეთ შეხვედრა. 


პროექტის ავტორი
, სამცხე-ჯავახეთი

ვარ აქტივისტი და თანატოლგანმანათლებელი.ვხელმძღვანელობ რამდენიმე არასამთავრობო კლუბს, მათ შორის გოგონებისა და ქალების გასაძლიერებლად დაარსებულ კლუბს, “GLOWCLUB VALE/გლოუს კლუბი ვალე”-ს. აქტიურად ვმოღვაწეობ არაფორმალურ სექტორში.გაცვლითი პრო... განაგრძეთ კითხვა