პროექტის დეტალი

,,ჩვენ ერთად შევძლებთ!”

გამოყვეყნების თარიღი: Nov 02, 2020

პროექტის აღწერა

იდეა- აუტისტური სპექტრის მქონე ბავშვებს (განსაკუთრებით სოციალურად დაუცველები, ვისაც დახმარება სჭირდება) დავეხმაროთ რეაბილიტაციაში და საზოგადოებასთან ინტეგრირებაში.

პროექტის სახელწოდებაა- ,,ჩვენ ერთად შევძლებთ!”.

პროექტი განაპირობა შემდეგმა პრობლემამ- აუტისტური სპექტრის მქონე ადამიანები ჩვენი საზოგადოების სრულყოფილი წევრები არიან და მათ კანონი ისევე იცავს, როგორც სხვა ნებისმიერ პირს, თუმცა მათთვის გამოწვევაა რეაბილიტაცია და საზოგადოებაში ინტეგრირება. დღესდღეობით ძალიან ბევრი სარეაბილიტაციო პროგრამა არსებობს, მათ შორის ბევრი სახელმწიფო პროგრამაც, თუმცა ისინი ყველა აუტისტური სპექტრის მქონე ბავშვისთვის ერთნაირად ხელმისაწვდომი არ არის და საკმაოდ ძვირიც ჯდება. უფასო პროგრამები კი არ არის საკმარისი, რადგან ამ ბავშვებს მუდმივი ყურადღება და მზრუნველობა სჭირდება.

ჩემი პროექტის მიზანია მოხდეს იდენტიფიკაცია სოციალურად დაუცველი, აუტისტური სპექტრის მქონე დაახლოებით 10 ბავშვის, რომელთაც დაეხმარება მოხალისეთა ჯგუფი (დაახ. 7-10 მოზარდი) დამხმარე-საგანმანათლებლო, გამახალისებელი, შემეცნებითი, კულტურული და სპორტული აქტივობებით.

გარდა ამისა, პროექტში ვაპირებ ჩავრთო მოზარდები, რომელთაც არ აქვთ მოხალისეობრივი გამოცდილება, რაც თავის მხრივ მოახდენს მოხალისეობრივი საქმიანობის პოპულარიზაციას,  თუმცა ეს ადამიანები კომპეტენტურები იქნებიან გარკვეული მიმართულებით (ვგულისხმობ სპორტის ოსტატებს, ხელოვანებს და ა.შ.). ვაპირებ მხარდამჭერად მოვიწვიო აუტისტური სპექტრის მქონე ბავშვებთან მომუშავე პედაგოგი, რომელიც ონლაინ პლატფორმის დახმარებით ჩაგვიტარებს ტრენინგებს ამ განხრით, მოგვცემს რჩევებს ამ ადამიანებთან კომუნიკაციის უკეთ დამყარებისთვის და გვეტყვის კონკრეტულ მითითებებს, რომლითაც უკეთ გავართმევთ თავს ჩვენს ამოცანებს.

მინდა აღვნიშნო, რომ რისკები საკმაოდ ბევრი იქნება, რადგანაც განსაკუთრებული მიდგომა იქნება საჭირო,რაც ჩვენგან მოითხოვს მოთმინებას, ცოდნას, სითბოს მაქსიმალურად გამოხატვას. ვთვლი, რომ ეს პროექტი ჩვენთვის გამოწვევა და სამომავლოდ უდიდესი გამოცდილება იქნება.

ეს არ იქნება მოკლევადიანი პროექტი და შედეგი, ორივე მხარეს გაჰყვება ძალიან დიდი ხნის მანძილზე. ეს დამეგობრების შესაძლებლობაა და ასევე აუტისტური სპექტრის მქონე ბავშვები ჩვენი მზრუნველობის ქვეშ იქნებიან პროექტის დამთავრების შემდეგაც.

 


პროექტის ავტორი
, თბილისი

მოგესალმებით მეგობრებო, მოხალისეობრივი საქმიანობა ჩემთვის უდიდეს სიამოვნებასთან  ასოცირდება. მიხარია, როდესაც თავს ვგრძნობ საჭიროდ და ვაცნობიერებ, რომ ჩემი დახმარებით სხვას ვაბედნიერებ. ვთვლი, რომ ჩემი აქტივობებით მე შევძლებ ვიყო აქტიური მოქალაქ... განაგრძეთ კითხვა