პროექტი
პროექტის აღწერა
აღნიშნული პროექტი განვახორციელე ხაშურის მუნიციპალიტეტის ახალგაზრდული საბჭოს საინიციატივო ჯგუფთან ერთად, ჩვენ დავაანონსეთ აღნიშნულ დღესთან(დედამიწის დღესთან) დაკავშირებით დასუფთავების აქცია, დავუკავშირდით საჯარო სკოლების ადმინისტრაციებს, ვთხოვეთ სკოლაში არსებული მოსწავლეების მობილიზება სურვილისამებრ და აღნიშნულ აქტივობაში მათი ჩართვა, ასევე გვქონდა პირადი შეხვედრებიც ბავშვებთან სკოლებში. საჭირო რესურსების შეძენაში დაგვეხმარა ადგილობრივი მუნიციპალიტეტის მერია ფინანსურად, და მოვახდინეთ აღნიშნული რესურსების მობილიზება, ტრანსპორტის დაქირავება, დასუფთავების აქციაზე დაახლოებით 200-მდე სკოლის მოსწავლემ მიიღო მონაწილეობა რომელიც განხორციელდა დაბა სურამში. აღნიშნული აქტივობით მოვახდინეთ ხაშურში მცხოვრები ახალგაზრდების ცნობიერების ამაღლება ეკოლოგიისა და გარემოს დაცვის მიმართულებით.